|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მე მტკივა თბილისი“–საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში

13 ივნისის ტრაგედიას ქუთაისი მორიგი საქველმოქმედო აქციით გამოეხმაურა. ქუთაისელი მუსიკოსების ორგანიზებით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები და საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციით  ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. „13 ივნისი–მე მტკივა თბილისი“–ამ სახელწოდების კონცერტზე შეგროვებული თანხა მთლიანად თბილისის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

კონცერტს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და პოლონეთის პომორსკის სავოედოვოს მარშალ  პიოტრ ცოვბესკი დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა.

კონცერტი რევაზ ლაღიძის უკვდავი ჰიმნით „თბილისო“ დასრულდა, რომელიც სხვა შემრულებლებთან იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ შეასრულა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი