|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილებს ქუთაისში ბინები გადასცეს

დღეს  საქართველოს პრემიერმა და დევნილთა მინისტრმა ქუთაისში  35 დევნილ ოჯახს  ბინები საკუთრებაში გადასცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა.

დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. ფართების გადაცემის შემდეგ პრემიერმა დევნილთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად შერვაშიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბურ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ ქუჩაზე  25  თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. ამ დროისათვის 2 კორპუსი შენდება, სადაც 160 ოჯახი შესახლდება. სიახლეა ის, რომ მშენებლობის ადგილზე დამონტაჟდება კამერა. დაინტერესებულ პირებს პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ თვალი ადევნონ მშენებლობის პროცესს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი