ბათუმში გოგონას დაჭრაში ეჭვნიტანილი დააკავეს
შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 ივლისს, ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით).

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17