"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 90 პროექტი დაიწყო
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 90 ახალი პროექტი დაიწყო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მიახლოებითი საინვესტიციო მოცულობა ჯამში 252 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის 122 მილიონ ლარამდე სესხები გაიცა. პროგრამის ფარგლებში სულ 5 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაგანაც 3 900-მდე პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა იქნება.
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















