დასაქმების ფორუმისთვის 70 კომპანია შეირჩა
ქუთაისში, დასაქმების ფორუმზე დასაქმების 12 ათასამდე მსურველს დაარეგისტრირებენ. ფორუმისათვის 70 კომპანია შეირჩა. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის ფილიალის წარმომადგენელთან ლელა ხურციძესთან ერთად ისაუბრა.
"ფორუმზე წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი საწარმოები, რომლებიც ძირითადად 4 სექტორადაა დაყოფილი. I: ჯანდაცვა, დაზღვევა და საბანკო საქმე, II: სახელმწიფო ელ ენერგია და აირის წარმოება, წყლის წარმოება განაწილება, კავშირგაბუმლობა მასმედია, ტრანსპორტი გადაზიდვები, და მშენებლობა, III: მეტალურგია სამთო მრეწველობა, კვების პროდუქტების წარმოება და ა.შ. IV სექტორი: რესტორანი-კაფე, სასტუმრო, ვაჭრობა, სპორტული-გამაჯანსაღებელი, კულტურა. ისინი, ვინც ელექტრონულად ვერ გაივლიან რეგისტრაციას, შეუძლიათ მობრძანდნენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში და დავეხმარებით რეგისტრაციაში", - განაცხადა ლელა ხურციძემ.
ქუთაისის მერის თქმით, საინტერესოა, რამდენი დაუსაქმებელი ადამიანი გამოცხადდება ფორუმმზე: "წინა ფორმზე 250-მდე ადამიანი დასამდა. ამ ფორუმს მოაქვს შედეგი. ზოგი სამუშაო ინტელექტუალურია, ზოგი ფიზიკური. კერძო სექტორში დასაქმება საჯარო სექტორში დასაქმების ალტერნატივაა. მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას, გაიარონ რეგისტრაცია. არ მინდა ბევრი დაუსაქმებელი დაფიქსირედეს ქუთაისში, მაგრამ ვინც დაუსაქმებელია, მათ აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია",- განაცხადა შოთა მურღულიამ.
დასაქმების ფორუმი ქუთაისში 10 ივლისს გაიმართება.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















