"წინწკილას" პერსონაჟები ქუთაისის სცენაზე გამოჩნდებიან
16 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრს მასპინძლობს. "იმერული რეკვიემი" – ასე ჰქვია თანამედროვე ქართველი დრამატურგის – რეზო კლდიაშვილის პიესას, რომელიც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა.
"თუ მკითხავთ პიესა ”იმერული რეკვიემი” რაზეა, პირდაპირ გიპასუხებთ - ჩვენზეა! ჩემი გმირები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადრები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოა მოლოდინის რეჟიმში, ასევე ისინიც ელოდებიან იმ ”რაღაცას”... ველოდებით რაღაც-რაღაცეებს, ვიღაცეებისგან... ”მაპს”, ”ნატოში” შესვლასაც, ვფანტაზიორობთ. ფინალში, რაც ხდება სპექტაკლს რომ ნახავთ მაშინ გაიგებთ. მიყვარს ჩემი გმირები და ამ სიყვარულმა დამაწერინა ”იმერული რეკვიემი".–აღნიშნავს რეზო კლდიაშვილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















