ქართული ენისა და ლიტერატურის ნამუშევრების გასწორება მიმდინარეობს
საგამოცდო პროცესის პარალელურად საგამოცდო ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის ნამუშევრების გასწორებაში 250 - მდე გამსწორებელია ჩართულია. შეაფსებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება. "საგამოცდო ნაშრომები სწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker). ელექტრონულმა გასწორებამ შესაძლებელი გახადა გასწორების პროცესში პედაგოგების ჩართვა საქართველოს ყველა რეგიონიდან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დამთავრებისთანავე შეიტყობენ", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველაზე ადრე ზოგადი უნარების ტესტირების შედეგები გახდება ცნობილი, რადგანაც ეს ნაშრომები ელექტორნულად სწორდება. შედეგებთან ერთად თითოეულ აბიტურიენტს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















