|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის უფროსად ირაკლი ბრეგაძე ინიშნება?

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელის პოსტზე ქალაქის მერი  ირაკლი ბრეგაძის  კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა ბეჟან მამაგეიშვილმა  წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე არჩია.   შპს „ქუთაისში მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100 პროცენტიანი  წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა, გახდა  თუ არა ბეჟან მამაგეიშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი  დაწესებულებაში აუდიტის სამსახურის შესვლა, მერიაში არ საუბრობენ .  ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის  სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით,  „მეოთხე პოლიკლინიკაში“ აუდიტის სამსახური ჯერ არ შესულა. როგორც მან „ნიუპრესს“ განუცხადა,   აუდიტის სამსახური  პოლიკლინიკაში ჯერ არ შესულა, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება.  კლდიაშვილის თქმით,  პოლიკლინიკის ხელმძღვანელის წარდგენაც მიმდინარე კვირაში მოხდება. იქნება თუ არა ეს ირაკლი ბრეგაძე, კლდიაშვილი ვერ აკონკრეტებს. მისი განმარტებით,  კანდიდატურის შერჩევა არც კონკურსის გზით მოხდება და  კანონი ქალაქის მერს არც კოლექტივთან შეთანხმებას ავალდებულებს , „ეს საკითხი ერთპიროვნულად ქალაქის მერის გადასაწყვეტია“ ,-განუცხადა პაატა კლდიაშვილმა „ნიუპრესს“

"გუგლის" საძიებო სისტემაში ირაკლი ბრეგაძე არ იძებნება. „ფეისბუკის“ მიხედვით კი, ის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს. ირაკლი ბრეგაძე მუშაობდა „კომპანია „ერამედში“ რომლის მიზანია დანერგოს თანამედროვე სამედიცინო კომპიუტერული პროგრამები, დაწესებულებებს გაუწიოს ფინანსური და იურიდიული მომსახურება და ასევე კონსულტაციები.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა