|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მუზეუმი კეთდება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო მუზეუმი შექმნება. სამოქმედო გეგმის განხილვაში უნივერსიტეტის დეპარტამენტების წარმომადგენლების ჩართულობის მიზნით მოეწყო კონსულტაციები და შეხვედრები. "უნივერსიტეტს არ გააჩნია ისტორიული მუზეუმი. ეს იქნება არა მარტო ერთი სასაწავლებლის, არამედ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მუზეუმი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უძველესი სასწავლებელია. ამიტომ გადაწყდა დავიწყოთ  საუნივერსიტეტო მუზეუმი შექმნაზე ზრუნვა", - განაცხადა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკი დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ.  
 მისი თქმით, მუზეუმი უზრუნველყოფს ყველა ექსპონატის აღრიცხვას, დაცვას, შენახვას, კონსერვაციას, რესტავრაციასა და კვლევას.
 მუზეუმისათვის მასალების შეგროვება მიმდინარეობს.   ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი მასალის მიწოდება.  

საუნივერსიტეტო მუზეუმისთვის ექსპონატები 3 თვის განმავლობაში უნდა შეგროვდეს, როს შემდეგაც მოეწყობა გამოფენები.  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა