|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მდინარეების დასუფთავებას იწყებს

ქუთაისის  მერის  შოთა მურღულიას ბრძანების საფუძველზე  ქალაქის  ტერიტორიაზე არსებულ მდინარეების დასუთავება იწყება. ამისათვის სპეციალური კომისაია შეიქმნება,  რომელიც  უზრუნველყოფს  ქუთაისის მდინარეების: რიონის, ოღასყურას და წყალწითელას   ნარჩენებისა და  მცენარეებისაგან გასუფთავებას. ღონისძიების მიზანი მოსალოდნელი წყალდიდობების თავიდან აცილებაა.  ბრძანების თანახმად, თითოეულ ღონისძიებაზე შესრულებული სამუშაოების დაფიქსირება ცალკე აქტით მოხდება.

 ქუთაისის  მერის ბრძანებით ასევე განისაღვრა მდინარე ,, რიონზე ‘’ ,  ,,გუმათჰესის’’  და  ,, რიონჰესის“ წყალგამშვებების, ფარების ტექნიკური მოწყობილობების პერიოდულად გადამოწმება, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი სისტემის (მაშველი) წყლის დასაგუბებლების ნორმალურ ფუნქციონირეზე  სისტემატიური კონტროლის დაწესება. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას პერიოდულად  მიიღებენ: შსს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამართველოს, შსს საპატრულო პოლიციის ქუთაისი მთავარი სამართველოს, შსს საგანგებო-სამაშველო სამსახურის,ასევე ს.ს.ი.პ სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმერეთის რეგიონის ცენტრის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვითი ნაგებობების სამართველოსა  და  შპს ,,სანდოს“ წარმომადგენლები.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა