სპორტის სასახლესთან "სიცოცხლის ხეები" დარგეს
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ორგანიზებით "ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით ეროვნული კამპანია გაიმართა. ქუთაისში სპორტის სასახლის წინ კიპარისის ხეები დარგეს.
ორგანიზაციების "რუბიკონისა"
და "ახალი გზის" წვერებმა ამ აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს ნარკოტიკების
მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს: "ეს ტრადიციული აქციაა, პატივს მივაგებთ
რეპრესირებული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას. სიმბოლურად
დავრგეთ კიპარისის ხეები. ე.წ "სიცოცხლის ხეები". "ამ კამპანიას ჰქვია
"გადავარჩინოთ სიცოცხლე", - განაცხადა ორგანიზაცია "რუბიკონის"
გამგეობის თავმჯდომარემ ზაზა ქარჩხაძემ.
აქცია ქუთაისის გარდა საქართველოს 8 რეგიონში: თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართა.


ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















