|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარმატებული ქუთაისელი აბიტურიენტი # 13 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია

 წარმატებულმა ქუთაისელმა აბიტურიენტმა მარიკა გურგენიძემ ქუთაისის # 13, რუსულენოვანი  საჯარო სკოლა დაამთავრა.  მარიკა გურგენიძე იმ აბიტურიენტთა შორისაა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები დააგროვეს.  მან მაქსიმუმის მიღწევა ორ გამოცდაში მოახერხა. უცხო ენაში 100-დან 100 ქულა, მათემატიკაში 59 -დან 59 ქულა მიიღო.

 სწავლის გაგრძელება მან თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე  გადაწყვიტა. თუმცა, როგორც წარმატებული აბიტურიენტი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ჯერ ზუსტად არ აქვს გადაწყვეტილი,  საბოლოოდ რა სპეციალობას აირჩევს.

კიდევ ერთი წარმატებული ქუთაისელი აბიტურიენტი ლაშა კაკუშაძე გახდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა