|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში

მორიგის სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის უკვე ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა. 
 ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი, ამას ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.
ამასთან კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის წარდგენას საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი არ დასწრებია. 
დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა