"მერიამ აქტივისტების დასაქმებისთვის საწარმო შექმნა"(ვიდეო)
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულიამ მერიის მიერ შპს "პარკინგსერვისის" შექმნას აპროტესტებს. ის პარკირების აუქციონის მეოთხედ ჩატარებას მოითხოვს. წულაიას განცხადებით, ადგილობრივმა თვითმართველობამ წინასწარი განზრახვით 3-ჯერ ჩაშალა აუქციონი, შემდეგ იძულებითი ფორმით დააფუძნეს შპს, რომელმაც უნდა მართოს პარკირების საკითხები ქალაქში.
"მერიამ უნდა ჩაატაროს მეოთხედ აუქციონი, ოღონდ უკეთესი პირობებით ისე, რომ ყველას შეეძლოს მონაწილეობის მიღება. შპს-ს შექმნა ეს არის მათი აქტივისტების დასაქმებისთვის",-აღნიშნა წულაიამ.თავისუფალი საქართველოს ადგილობრივი ლიდერი საზოგადოებას აქციებისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















