|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, შესაძლოა, ლოურენსის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა გაიხსნას

ქუთაისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე ყოფილ ან ამჟამინდელ პრემიერ მინისტრებთან შეხვედრას გეგმავს.

 

ნიშნიანიძე აცხადებს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში დაიგეგმება. მისი თქმით, ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი აშშ-ში ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში მოლაპარაკებებს მართავს. „ეს უნივერსიტეტი პარტნიორებს ეძებს აღმოსავლეთ ევროპაში, სურვილი აქვს რომ შევიდეს გერმანიაშიც. მე და ბატონი დიმიტრი ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ ქუთაისით, თუმცა, მანამდე ჩვენი ქვეყნის პირველი პირების პოლიტიკური ნება უნდა იყოს. მათთან შეხვედრას სწორედ ამისთვის ვგეგმავ"-აცხადებს ნიშნიანიძე.

 

მისი განმარტებით, უნივერსიტეტის განთავსების ადგილად ყოფილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები განიხილება, თუმცა ოპონენტები ქუთაისს როგორც საუნივერსიტეტო ქალაქად ვერ აღიქვამენ. ამის გამო, ქუთაისის თემა რთულად დასაძლევია.

 

„მესმის, რომ ქალაქს ცოტა უფრო მეტი ცნობადობა და პიარი სჭირდება, თუმცა, ჩემი შეფასებით, აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას პერსპექტივა აქვს. როდესაც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა, 1933 წელს უნივერსიტეტი ქუთაისში გადმოვიდა და თბილისში პედაგოგიური დარჩა. პროფესორ-მასწავლებლები მაშინ თბილისიდან ქუთაისში დადიოდნენ და ასე ატარებდნენ ლექციებს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნა ქალაქის განვითარების ერთერთი უმძლავრესი წყარო იქნება"-აცხადებს ნიშნიანიძე.

 

საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესებაზე საუბრობდა მიმდინარე წლის ივნისში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი.

 

"ტექნოლოგიურზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. პროცესი მიდის და მე მგონია, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს. ჩვენ უკვე ისეთ დონეზე ვართ, რომ ბევრმა საინტერესო უნივერსიტეტმა გამოაცხადა თავისი პოზიცია, რომ სურვილი აქვთ ფილიალი გახსნან საქართველოში. არ დაგიმალავთ, უკვე ბრენდებში ვეძებთ, რომ მოვახერხოთ და საუკეთესო ბრენდი ჩამოვიყვანოთ საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ ეტაპზე ხელისუფლება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას მხოლოდ თბილისში განიხილავს. პროექტს ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.

წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელებს მათი ქალაქის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება მისცა.

 

„ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს," - აცხადებდა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე.

 წყარო: Commersant.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა