|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 3D კაფე-კინო „Brothers” გაიხსნა

ქუთაისში კაფე-კინო „Brothers” გაიხსნა. ეს ერთადერთი კინოდარბაზია ქუთაისში, სადაც შესაძლებელია კინოს ჩვეულებრივ და 3D ფორმატში ყურება. კაფე-კინოს“ პრეზენტაციას მედიის წამომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.  ქალაქის ისტორიულ უბანში, პუშკინის # 10-ში, დღეიდან 3D კინოთეატრმა ფუნქციონირება  დაიწყო.
„ორმა მეგობარმა მოვაწყვეთ ეს სივრცე. ასეთი პრეცედენტი ევროპაში არსებობს, არის სიტუაცია, როცა ერთ სივრცეშია ყველაფერი, მაგრამ არა 3D. ჩვენთან ერთ სივრცეშია ყველაფერი, მაგრამ იზოლირებულია ერთმანეთისგან. კონოდარბაზი 20 კაციანია. კარგი აპარატურა გვაქვს. მაყურებელს შევთავაზებთ ყველა ჟანრის ფილმს, რაც 3D-შია. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი სიახლე იქნება ქუთაისელებისთვის“, - განაცხადა კაფე- კინოს დირექტორმა თორნიკე მჭედლიძემ.
 „ის რომ 3
D ფილმი ვნახეთ, ამაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ გაიხნა ქუთაისში კინოთეატრი, რომელიც არ ჰქონდათ ჩევნს თანაქალაქელებს და გამუდნებით წუხდნენ. კარგი კინოდარბაზია, ძალიან კომფორტული და ზუსტად ვიცი, აქ ბევრი ადამიანი მოვა“, - აღნიშნა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ.

 სეანსები 6-ის ნახევარზე და 9-ის ნახევარზე დაიწყება. სასწავლო პროცესი დაწყების შემდეგ შესაძლებელია 3 საათიანი სეანსის დაემატოს. რაც შეეხება სეანსების ღირებულებას ჩვეულებრივი ბილეთი 6, ხოლო VIP ადგილის ფასი 7 ლარი იქნება.

ავტორი: ანა ჯიქია