ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება
Socar Georgia Gas კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი აირის ტარიფს უზრდის. ტარიფის ზრდის შესახებ განცხადება კომპანიამ დღეს გაავრცელა. განცხადების თანახმად, აღნიშნული ზრდა მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც აქამდე ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 84 თეთრზე ნაკლებს იხდიდა. სოკარმა ტარიფის ზრდაზე გამონაკლისებიც დაუშვა, გაზის საფასური არ გაეზრდებათ: ეკლესიებს, პურის ქარხნებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.
"კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით,
კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში
დადგა.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gasს-ის ყველა კატეგორიის კომერციულ
მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84
თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება შეეხებათ
მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე
ნაკლები ჰქონდათ.
კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო
ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება" - წერია სოკარის
განცხადებაში.
წყარო:ტაბულა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















