|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბულვარში სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოქალაქე, რომელიც ბაღში გადაადგილდებოდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და წაიქცა.

"შუა ხნის ქალბატონი მიდიოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გული წაუვიდა. უცებ მივეშველეთ. ჩავუტარეთ პირველადი დახმარება და გამოვიძახეთ "სასწრაფო". ამჯამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ამბობენ, ქალბატონი გადაღლილობის გამო გახდა შეუძლოდ",–აცხადებენ თვითმხილველები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა