წარმატებული პედაგოგების სამკერდე ნიშნების ესკიზი შეირჩა
ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგებისთვის სამკერდე ნიშნები დამზადდება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებამ სამკერდე ნიშნების ესკიზების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.
სამკერდე ნიშნის - "განათლების სფეროს განვითრებისათვის", შესარჩევად შეიქმნა დროებითი შვიდკაციანი კომისია, რომელსაც მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაია მურუსიძე ხელმძღვანელობდა. კომისიამ დღეს ჩატარებულ სხდომაზე გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვება და საპრიზო ფონდი სამასი ლარის ოდენობით დავით ქუთათალეძის ესკიზმა მოიპოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















