საჩხერელმა „მეოცნებეებმა“ საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძე „მეოცნებეებმა“
თანამდებობიდან გადააყენეს.
აბჟანდაძეს დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ უნდობლობა
გამოუცხადა და თანამდებობა დაატოვებინა. თუმცა მისი შემცვლელი არ აურჩევიათ, რის გამოც
საკრებულოს თვმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩა.
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ნოდარ აბჟანდაძის თქმით, 22–კაციან საკრებულოში
„ნაციონალებმა“ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც მათი გუნდიდან 9 დეპუტატი უმცირესობის მხარეს გადავიდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა