"გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს "ნაციონალური მოძრაობა"
გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია -”ნაციონალური მოძრაობა”, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია",- ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა.
პარლამენტში, სადაც ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო, ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება.
მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა, რომ მას, რომელსაც ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში, ”მისი წვალებით შექმნილ პარტიას” შლიდა. სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
საკითხის განხილვა გადაიდო. სერგო რატანის განცხადებით, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა და კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, სწორედ ამას უკავშირდება საკითხის განხილვის გადადება.
თავის მხრივ, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად ცალკე საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის შემდეგ იგეგმება, რაც თავის მხრივ, პარტიის გაყოფის პროცესის გაგრძელება იქნება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















