|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკეა-ავანგარდის მიტოვებული გზის სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ჩაიბარებს

ქუთაისში, ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რომელიც 2 წლის წინ ქუთაისის მერიამ დაიწყო და მისი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გააგრძელებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაოების გადაბარებას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ დროისათვის პროექტი არ არსებობს.

"ნიკეა - სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზა, 3 კილომეტრიანია ეს მონაკვეთი, ამის ჯერ პროექტია საყიდელი. პროექტი რომ გვექნება დასრულებული, მერე სამუშაოებსაც განვახორციელებთ"- , განუცხადა საავტომობილი გზების დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ "ნიუპრესს" ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქუთაისის გზების მოვლა-შენახვისათვის 7 მილიონი ლარია განსაზღვრული.   

 ქუთაისში, ჭავჭვაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მერიამ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო. ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ  ტენდერში 7 კომპანია მონაწილოებდა, თუმცა გაიმარჯვა ამხანაგობამ "მშენებელი", რომელმაც სამუშაოების წარმოების უფლება  2 816 448 ლარიან ტენდერში 1 799 999 ლარად მიიღო. კომპანიამ მშენებლობა დაიწყო, თუმცა მალე მიატოვა და არც თანხა დააბრუნა.

 

ქუთაისის ნიკეა–ავანგარდის დამაკავშირებელი გზის ბუნდოვანი პერსპექტივა [PHOTO]

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა