|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკო თოფურიძე ღორეშის ამომრჩეველს შეხვდა [R]

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა პარლმენტში, კობა ლურსმანაშვილმა, ღორეშის ამომრჩეველს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იულონ კოპაძე წარუდგინა.

„ნიკო თოფურიძემ შეძლო და მისი გამგებლობის პერიოდში თავი დაამახსოვრა ყველა ხარაგაულელს, როგორც გამოცდილმა, გაწონასწორებულმა და საქმეზე ორიენტირებულმა მენეჯერმა. ღორეშლები კარგად იცნობთ იულონ კოპაძესაც, რომელიც დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებს. თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რა შეუძლია ამ კაცს სოფლისთვის. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთქართული ოცნებისკანდიდატებს“- მიმართა ამომრჩეველს კობა ლურსმანაშვილმა.

ნიკო თოფურიძემ ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით, ამ სოფელში ბევრი ახალგაზრდაა, მათი მხრიდან მოდის ინიციაატივა გაკეთდეს ძიუდოს დარბაზი, რისთვისაც ღორეშაში არის რეაბილიტირებული, კეთილმოწყობილი შენობა, რომელიც სპორტული აქტივობებით დაიტვირთება.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დიდ ყურადღებას მივაქცევთ ახალგაზრდებს. გლეხი სოფელს, მიწას არ უნდა მოშორდეს. წლების წინ დაიწყო სახელმწიფომ ზრუნვა სოფლის განვითარებაზე და არაერთი პროექტი და პროგრამა განახორციელა სოფლის მეურნეობის განვთარების ხელშეწყოის მიზნით, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა