|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკოლოზ თოფურიძე მაღალმთიან სოფლებში ამომრჩეველს შეხვდა [R]

 პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე, მაღალმთიანი სოფლების - წიფის და ფონას მოსახლეობას შეხვდა.

თოფურიძემ ამომრჩეველს ხარაგაულის საკრებულოს წიფის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო ტალახაძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. „სწორედ იმიტომ, რომ წიფა მაღალმთიანი სოფელია მთის განვითარების ფონდიდან წელს სოფლის ცენტრალური გზის 2 200 მეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია დაფინანსდა. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“- აღნიშნა თოფურიძემ.

მოსახლეობამ, ასევე, ინფორმაცია მიიღო ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. მერობის კანდიდატის განცხადებით, გზის 50კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სატენდერო პროცესების გავლის შემდეგ რეაბილიტაციადაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა