"NIMD"-ი მსმენელთა მიღებას აცხადებს
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ოფისი (NIMD EEN) მსმენელების მიღებას წელს აცხადებს.
წელს მიღება მეშვიდედ ცხადდება, სადაც დაახლოებით 20 მსმენელის მიღება იქნება შესაძლებელი. დღეს ქუთაისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრეს.
"დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას და განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეების, აკადემიური პერსონალის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სტუდენტების, ჟურნალისტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული სხვა აქტიური მოქალაქეებისათვის 18 წლიდან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ "ნიმდის" მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში"-განაცხადა განათლების პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიხლაძემ.
შეხვედრას პროექტის მხარდამჭერები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი. სწავლება ოქტომბერ-მარტში ჩატარდება. ამ დრომდე ორგანიზაციას 120-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















