|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო კვირეული მიმდინარეობს

სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საახალწლო პროგრამა დღეს სპექტაკლით "კონკია" გაიხსნა. სპექტაკლი  სპეციალურად სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მომზადდა. მათთვის სპექტაკლზე დასწრება თავისუფალი იყო.  მესხიშვილის დრამატულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში  ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის  თეატრალური სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სპექტაკლის შემდეგ თეატრის ფოიეში ცენტრის სამხატვრო სკოლის ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყო. სტუმრებს ასევე სასახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

"სიურპრიზმა ძალიან გამახარა, მომეწონა სპექტაკლი, გამოფენაც  საინტერესო იყო, სხვა ღონისძიებებზეც აუცილებლად მოვალ", - უთხრა "ნიუპრესს" 12 წლის გიორგიმ,  "ბავშვთა სოფლის" აღსაზრდელმა.
 
ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში 9 იანვრამდე გაგრძელდება. მას ორგანიზებას ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრი“ და მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უწევენ.

"ქუთაისის მერია ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია სოციალურად დაუცველი პატარებისათვის. როდესაც საქმე  ქველმოქმედებას ეხება, მერია  ცდილობს  ნებისმიერ ორგანიზაციას გვერდით  დაუდგეს"-განაცხადა მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა თამუნა ნიკოლეიშვილმა. 

კვირის განმავლობაში ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრი" სხვა ღონისზიებებსაც გეგმავს ბავშვებისთვის. ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის, ნატალი პატარიძის თქმით: "6 იანვარს ოპერის თეატრში გრანდიოზული კონცერტი ბენდ "სამიზნესთან" ერთად იგეგმება, სადაც ჩვენი ბავშვები იმღერებენ ცოცხალი შესრულებით.  9 ნოემბერს თბილისიდან გვესტუმრება ლევან მასპინძელაშვილი, ნინა სუბლატი, Teen Club, სოფო ტოროშელიძე. ისინი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კონცერტს ახალგაზრდულ ცენტრში გამართავენ". 

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა