|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინოშვილის ბაღში დაზიანებული ნათურები ახლით შეიცვლება

ქუთაისში, ნინოშვილის სახელობის ბაღში ახალი ნათურები დამონტაჟდება.

განათებისათვის, ახალი დეკორატიული სანათების შესაძენად მერიამ  თანხა განმეორებით გამოყო. განათება ბაღში რამდენიმე წლის წინ მოეწყო, თუმცა დაუდგენელმა პირებმა სანათების უმრავლესობა მალევე დაამტვრიეს.

2012 წელს ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  წელს კი ბიუჯეტიდან 9 746 გამოყო.

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 15 დღეში უზრულველყოს ახალი ნათურების დამონტაჟება. 

  ამ დროისთვის ბაღში არსებული გარეგანათების ლამპიონების უმეტესობა დაზიანებულია.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ნინოშვილის ბაღში ქალაქში არსებული ყველა მემორიალი მოიყრის თავს. განახლებული მემორიალი 9 მაისს გაიხსნება.  შესაბამისი სამუშაოებისათვის მერიამ 11 ათასი ლარი გამოყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა