„ნიუპრესის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პრიზი მოიპოვა
„ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ (PRI) კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ 30 სექტემბერს საჯარო დისკუსია გამართა თემაზე „მედიის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაუმჯობესებაში“. ღონისძებაზე დაჯილდოვდნენ „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები. კონკურსზე წარდგენილი იყო ნიუპრესის ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც საკონკურსო კომისიამ სპეციალური პრიზის მფლობელის სტატუსი მიანიჭა.
ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ხელმძღვანელის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კონკურსზე საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მასალა შემოვიდა. „კონკურსზე 20-ზე მეტი ჟურნალისტური ნამუშევარი შემოვიდა. შევეცადეთ ობიექტური გადაწყვეტილება მიგვეღო. 3 ადგილის გარდა კიდევ დავამატეთ 2 და სულ 5 ჟურნალისტურ ნამუშევარზე გაიცა პრიზი. პირველ ადგილზე გავიდა ადამიანის უფლებათა სახლის ჟურნალისტი ნათია გოგოლაშვილი, რომელმაც მოამზადა მასალა „პატიმარ ქალთა მდგომარეობა საქართველოში“, მეორე ადგილზე გავიდა ნათია როყვა, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი. მან მოამზადა სტატია „პატიმრების წამებაში ბრალდებულები“, მესამე ადილზე გავიდა ლია ტოკლიკიშვილიდა და მაია გოგოლაძე „პირველი არხის“ გამოძიებით.
რაც შეეხება დამატებით პრიზებს, ის ერგოთTV 25-ის გადაცემას, „საზოგადოებრივი შრომის გამოყენების პრაქტიკა საქართველოში“ და ცისანა შერგილაშვილს, რომელმაც „ნიუპრესისთვის“ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება-„რას ითვალისწინებს სასჯელაღსრულების რეფორმა“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტატია „რას ითვალისწინებს სასჯელაღსრულების რეფორმა“ "ნიუპრესზე" 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















