|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ ჯავახიშვილი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 
გზებსა და ელექტროსისტემაში არსებული სიტუაციით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რომელმაც ნოდარ ჯავახიშვილს მინისტრებისთვის ინფორმაციის გაცნობა სთხოვა.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, გარკვეულ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჭირდა გადაადგილება, ვინაიდან კონტრაქტორების მხრიდან 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა რთული აღმოჩნდა და იყო ტექნიკის პრობლემაც. 
"პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვამ და ძლიერმა ყინვებმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ სერიოზული შეფერხება გამოიწვიეს. იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან, იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები, მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა