"ნუ მესვრი"-ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა
"ნუ მესვრი"-ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია მოქალაქეების დარბევა და ხელის შეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში.
"დაუშვებელია, ის რაც გუშინ თბილისში მოხდა. ვაპროტესტებთ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მივმართავთ ხელისუფლებას "ნუ გვესვრით" და ნუ გვიშლით ხელს პროფესიულ საქიანობაში. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 36 ჟურნალისტი, ზოგს რამდენიმე ტყვიაც აქვს მოხვედრილი, რაც არის დანაშაული", - აცხადებენ ჟურნალისტები.
აქციაზე გუშინ დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები იყო წარმოდგენილი.
ჟურნალისტების თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















