|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ ვიქცევით რუსეთის გუბერნიად" - თბილისის პარალელურად აქციები იმართება ქუთაისში [VIDEO]

თბილისის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში აქციები იმართება ქუთაისში. "რუსეთი ოკიპანტია" -ამ მოწოდების ქვეშ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. 

მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრებნენ და რუსი დეპუტატების ვიზიტის გააპროტესტეს. 

"გავაგონოთ ქვეყანას, რომ ვაპროტესტებთ რუსეთის ოკუპაციას. ჩვენი ნებით ნუ ვიქცევით რუსეთის გუბერნიად. დღეს მთავრობამ გვამცნო, რომ თურმე არ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრონი და პარლამენტში რუსი დეპუტატები დაგვისვა. არ უნდა ავიტანოთ ეს და გავაგონოთ ყველას, რომ რუსეთის ოკუპაციას არ დავუშვებთ"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. აქციაზე ქართული ჰიმნი აჟღერდა, ასევე ქართველი გმირების ფოტოები გამოიფინა.

 აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ქუთაისის ქუჩებში. საპროტესტო გამოსვლები  გვიან ღამემდე გაგრძელდა ქუთაისის მერიის წინ. 

 ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დღეს ქუთაისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა, ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღო ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ის ქუთაისში ჩამოვიდა, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო დედაქალაქში დაბრუნდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა