|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუგზარ ხუციბერიძე, რომელმაც 20 ივნისს დაშავებულები ნიშნისმოგებით მოიხსენია, სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზოგადოების ყურადღების  ცენტრში თავისი გამონათქვამებით ამჯერად ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე მოექცა. ის თავისი ლექსიკით და აგრესიული ფეისბუკ სტატუსებით გამოირჩევა, ამჯერად  20 ივნისს დაშავებულებს შეეხო, რომელთა შესახებ ნიშნისმოგებით დაწერა. 

"რა უნდოდა შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ" - დაწერა ხუციბერიძემ სოციალურ ქსელში.

საზოგადოების რეაქციის შემდეგ ქუთაისის მერიამ ხუციბერიძის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.  

"ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც ამ დრომდე იყო ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი", - განაცხადა ქუთაისის მერმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის ღამეს პოლიციის მიერ ნასროლი ტყვიების შედეგად ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა