|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გოლი, გოლი, გვინდა!" -"ოჩოს ქოხი" "ტორპედოს" სიმღერას უძღვნის

"გოლი, გოლი, გვინდა!" - ამ მოწოდებით ქუთაისური მუსიკალური  ჯგუფი  "ოჩოს ქოხი" ქალაქის საფეხბურთო კლუბს მხარდაჭერას უცხადებს და მას სიმღერას უძღვნის.  

"ჯგუფის ყველა წევრი ვცხოვრობთ ქუთაისში და ყველას გულშემატკივარი ვართ, ვინც ჩვენს ქალაქში საქმიანობს და ქუთაისის სახელს აძლიერებს.  ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჯგუფს გამოეხატა მხარდაჭერა "ტორპედოს" მიმართ, რომელსაც ახლა რთული პერიოდი აქვს. გარდა ამისა,  ჩვენები არიან, კარგი ბიჭები არიან და გამარჯვებებით გვახარებენ",  - განაცხადა ჯგუფის წევრმა ალექსანდრე გეგეშიძემ. 

 მისი თქმით, სიმღერის ჯერ დემო ვერსია არსებობს, რომელსაც მოკლე ხანში ჩაწერენ. სიმღერა საზოგადოებას "მეგა ტვ"-მა გააცნო.

შეგახსენებთ "ევროპა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ქუთაისი  თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე  ყაზახურ გუნდთან "ორდაბასი" გამართავს.   ფინანური პრობლემების გამო კლუბი ათამდე ფეხბურთელმა დატოვა, რის კლუბის მწვრთნელს კახა ჩხეტიანს ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება მოუხდა, მიუხედავად ამისა, პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით წააგეს. 


ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა