„ოცნება“ ადმინისტრაციულ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებს
"ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები შეაქვს -კანონპროექტის მიხედვით, ყველას, ვინც უკანონოდ ჩათვლის და არ გადაიხდის პოლიციელის დაუმორჩილებლობის ან თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოწერილ ჯარიმას, ციხეში, მინიმუმ, 30 დღით გაუშვებენ.
"ოცნების" მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, გზის გადაკეტვის გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით გამოწერის შემთხვევაშიც, ყველაზე მკაცრი სანქცია - ციხე იქნება.
"ოცნების" ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შევა.
„თუკი ჯარიმა არ არის გადახდილი და ამავდროულად, შესაბამისი სამართალდარღვევისთვის არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობაც, მაშინ, ამის განმეორების შემთხვევაში და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უკვე მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა და აქ არის შემოთავაზებული პრინციპი, რომ რაც არის შესაბამისი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ყველაზე მაღალი ვადა, მისი გაყოფა მოხდება ორზე და ასე მოხდება შესაბამისი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გამოთვლა, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
ავტორი: