|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნება" განაცდა, - გიორგი გახარია

ოცნება, რომ ქართული არ არის, ეს უკვე მივხვდი, მაგრამ ნაცური გახდა ეს ოცნება", - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას, რომელიც 20 ივნისის ღამეს ეხებოდა.

მისი თქმით, მოქმედი პრემიერის ბოდიშის უხდის ყველა პოლიციელს, ვინც სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდა.

"მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას.

იმიტომ, რომ იქ იმდენი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა შეწირეს. არავის აღარ ახსოვს დღეს დაზარალებული პოლიციელები. მე ერთი კომენტარი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" განაცდა. მეტი არაფერი არ არის ეს. ოცნება, რომ ქართული არ არის, ეს უკვე მივხვდი, მაგრამ ნაცური გახდა ეს ოცნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ნიუპრესი