„ოცნება“ სამეწარმეო მიზნით ვენახების უნებართვო გავრცელებას კრძალავს -„გამჭვირვალობა“
„ვაზისა და ღვინის შესახებ“კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, „ქართული ოცნება“ სამეწარმეო მიზნით ვენახების უნებართვო გავრცელებას კრძალავს.
„4 მარტს მეორე მოსმენით იქნა მიღებული ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, ჩვენი შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს.
კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება.
კანონპროექტით, სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობა იქნება საჭირო
ეს კანონპროექტის ყველაზე არსებითი ცვლილებაა. კანონს ემატება ახალი ტერმინი „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“.
არსი: სამეწარმეო ვენახის (ვენახი, რომლის მოსავალიც კომერციული მიზნით გამოიყენება) გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
მოქმედი რედაქცია: ამჟამად სამეწარმეო ვენახის გაშენება თავისუფალია, სავალდებულოა მხოლოდ „ნებადართული ვაზის ჯიშების“ გამოყენება. ახალი რედაქციით, ჯიშის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა სააგენტოს ნებართვაც.
კვლევის სრულად წაკითხვა შესაძლებელია აქ:
ავტორი:




21:35
16:01
















