|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოჯახში ძალადობის ფაქტები კვლავ აქტუალურია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ყოველთვიური, რიგით 91–ე შეხვედრა გამართა. "საიასთან" არსებულ იურიდიული დახმარების ცენტრს 15 წელი შეუსრულდა. შეხვედრაზე "საიას" წარმომადგენლებმა გასული თვის ანგარიში წარადგინეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, იურიდიულ საქმეთაგან ერთ–ერთი აქტუალური კვლავ ოჯახური ძალადობის ფაქტები და სასამართლოს მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერებია.

ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სექტემბერში ორი შემაკავებელი ორდერი გაიცა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს "საია" "მშვიდობის სკოლის" პროექტის განხორციელებას იწყებს, ასევე იურიდიული განათლების ფონდის ეგიდით წერეთლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოხდება. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა