|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოკაცეს კანიონზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია

ოკაცეს კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას; რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ კიდულ ბილიკზე გავლა, უამინდობის დროს, გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა.

აღნიშნული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ოკაცეს კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა: მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეს ამცირებს", - აცხადებს უწყება.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.77%
გაუარესდა - 52.03%
არ შეცვლილა - 12.2%
სულ - 123 ხმა