|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის შემსუბუქება იგეგმება

პარლამენტში ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გაგრძელდება.

თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მიზანშეწონილად მიიჩნია ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის ამოქმედებას ითვალისწინებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადდა ცვლილებები “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში და მასთან ერთად, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მე-8 მოწვევის პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს.

 საკანონმდებლო პაკეტს კენჭი 2013 წლის მაისში უყარეს და ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა. 

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. 

კანონში შესატან ცვლილებას  კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.  მხარს კი მას "ქართულ ოცნებასთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები უჭერენ. 

 "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, კანონის მიზანი არა მხოლოდ დასჯა, არამედ დანაშაულის პრევენციაა, გაფრთხილება იმ ადამიანების, რომლებმაც შესაძლოა, ერთხელ ჩაიდინეს ეს გადაცდომა, ამიტომ უნდა მოხდეს მათი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა