ომარ ნიშნიანიძე: "პირველმა მოვაწერე ხელი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ"
პატივად მიმაჩნია, რომ პირველმა მოვაწერე ხელი კანონპროექტს, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა გამორიცხოს! - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, ის ჯერჯერობით ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც მოძრაობა „ეროვნულების“ მიერ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ხელი მოაწერა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით საკუთარი მკაფიო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა.
„ისტორიკოსი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ქართველმა ერმა დღევანდელობამდე რის ფასად მოიტანა ჩვენი ტრადიციები, ზნე და ჩვეულება. ამიტომაც პატივად მიმაჩნია, რომ პირველმა მოვაწერრე ხელი კანონპროექტს, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა ამორიცხოს!
თითოეული ნორმალური ქართველისთვის ოჯახი ძალიან მაღალზნეობრივი ღირებულებაა, რომელიც ყოველმხრივ და ყველანაირად უნდა დავიცვათ.
იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი სახის უმცირესობის მიმართ ყოველგვარი ჩაგვრა და ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ უმრავლესობასაც გვავს უფლება ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენს მამა-პაპათ უცხოვრიათ“- განაცხადა ოთარ ნიშნიანიძემ.
ავტორი: ნიუპრესი





11:02
16:29
16:27
13:32
















