"ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში რამდენიმე ჰექტარზე ტყე პირწმინდად გაიჩეხა"
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში რამდენიმე ჰექტარზე ტყე პირწმინდად გაიჩეხა - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობამ დახმარებისათვის ორგანიზაციას მიმართა.
"ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში ტყე გაიჩეხა. მოსახლეობამ ჩვენ გვთხოვა ამ საკითხის გამოკვლევა. ადგილზე ვიყავით დაახლოებით ერთი კვირის წინ, ტყე რამდენიმე ჰექტარზე (კოკას მთის ნაკვეთი) პირწმინდად გაიჩეხა. ადგილობრივების განცხადებით, მათ პრობლემა შეშის მოპოვებაზე აქვთ, ამ დროს კი ტყე პირწმინდად იჩეხება. მეტყევემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ტყე კანონიერად გაიჩეხა, თუმცა ვის მიერ, ამის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ", - განაცხადა ზაალ გორგიძემ.
სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში შეხვედრა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე გაიმართა.
სახალხო დამცველის მოადგილის თამარ გვარამაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს აღნიშნულ საკითხებზე, რომელივ ყოველწლიურ ანგარიშში შევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული საკითხებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















