|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის 13-მა მომღერალმა კონკურსი ვერ გაიარა

 მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელობის თეატრში გუნდსა და სოლისტებში მოსმენა-კონკურსები ჩატარდა. შიდა კონკურსის მთავარი მიზანი მსახიობებისათვის კატეგორიების მინიჭება იყო. 27 სექტემბერს საკვალიფიკაციო კონკურსი თეატრის გუნდის წევრებს ჩაუტარდათ, სადაც 48 მომღერალმა მიიღო მონაწილეობა, ამათგან 7-მა მომღერალმა კონკურსი ვერ გაიარა. ჟიურის შემადგენლობაში ავთანდილ რევიშვილი, ლია ჭონუშვილი და მიხეილ ედიშერაშვილი იყვნენ. 

28 სექტემბერს კონკურსი ჩატარდა თეატრის სოლისტებში. მონაწილეიბა 21 მსახიობმა მიიღო. ჟიურის წევრები გიორგი ჭიჭინაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, თეიმურაზ გუგუშვილი, ავთანდილ რევიშვილი და პაპუნა ღვაბერიძე იყვნენ.  კონკურსის მონაწილეები 10 ბალიანი სისტემით,  ინდივიდუალურად დაწერილი ქულებით შეფასდნენ.  ვინც 6-ზე ნაკლები ქულა მიიღო, კონკურსი ვერ გაიარა. ასეთი 6 სოლისტი აღმოჩნდა. 

ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძავანელის ირინე ლომინაძის განცხადებით, კონკურსგავლილ მომღერლებს ხელფასები ქულების მიხედვით გაეზრდებათ.

"ჩვენი მიზანი იყო მსახიობებთა კვალიფიკაციის ამაღლება. ამისათვის ჩავატარეთ შიდა კონკურსი, სამწუხაროდ, 13-მა მომღერალმა ვერ გაიარა კონკურსი. ჩვენ ვცდილობთ, მათთვის ალტერნატიული შეთავაზება მოვიფიქროთ. რაც შეეხება კონკურსს, იმისათვის, რომ ეჭვები არ გაჩენილიყო, ჩვენ არ დავჯექით ჟიურიში და გაცილებით კომპეტენტური ადამიანებს მივანდეთ კონკურსი"-განაცხადა ირინე ლომინაძემ.  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა