„ოქროს საწმისის ძიებაში“ - ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
"ოქროს საწმისის ძიებაში"- ასე ქვია საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს, რომელიც ქუთაისში დღეს გაიხსნა. ფორუმი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება და ორი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტნიორი ქალაქების დელეგაციები.
სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე ადგილობრივმა მეწამეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, მათ შორის რძის ნაწარმი, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ღვინო და სხვადასხვა პროდუქტები.
ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "აწარმოე საქართველოში", USAID კარგი მმართველობის ინიციატივა , ევროკავშირის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის", ქართულ-პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სამრეწველო და ინდუსტრიული პალატა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















