ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტი 62 000 მგზავრს მოემსახურა
2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 62,000 მგზავრს მოემსახურა, რაც 78% -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 222 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 71% -ით მეტია.
2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 %-ით მეტია. (2017 წლის 10 თვე – 359,961 მგზავრი).
შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 10 თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 1,791 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 25% მეტია. (2017 წლის 10 თვე – 1433 რეისი).
2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ოქტომბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 62,000 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 222 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 % მეტია.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















