|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ორ თვეში 30,980 ლარის საჩუქრები შეიძინა

ქუთაისის თვითმმართველობამ  2017 წლის ბიუჯეტიდან  მერიაში მისული სტუმრების საჩუქრებისთვის 30,980 ლარი გამოყო.

 კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ორი თვის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 ბიზნეს კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. საჩუქრების მაღაზიებმა  მომსახურეობა ერთი წლის განმავლობაში უნდა გაწიონ.

ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებიდან ყველაზე მეტ თანხას, 10 000 ლარს  ქუთაისის მერია ი.მ  ლევან ლექვიანიძეს უხდის.  შპს "დავითი 2010"  4 450 ლარს, შპს "სოციალური საწარმო - ფარშევანგს" 300 ლარს, ხოლო შპს  "დაჩის" და ი.მ ნათია ხელიძეს ერთად 8 000 ლარს.  7 000 ლარს ქუთაისის თვითმმართველობა მერიის სტუმრების სასაჩუქრეებისთვის ი.მ მამუკა ფოფხაძეს უხდის. შპს "გ.დ ალკოს" 230, ხოლო შპს"რიონის ველის ვენახეებს" 1 000 ლარს.

ხელშეკრულებები ქუთაისის მერიამ და ბიზნეს სექტორის წარმმომადგენლებმა იანვარ-თებერვალში გააფორმეს.

შეგახსენებთ, გასულ წელს ქუთაისის მერიამ  სასაჩუქრე ნივთებში 79 979 ლარი გადაიხადა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა