|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ორ თვეში 39 ადამიანი დაიხრჩო

მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით მაშველებმა მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში დარჩობას 192 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ამავე პერიოდში 39 ადამიანი დაიხრჩო,  - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცრცელებს. 

 ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა მდინარეებში მოხდა. სამსახურის ინფორმაციით, მდინარეში 20, ტბაში 11, ხოლო ზღვაში 8 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება გადარჩენილებს,  მაშველებმა  ყველაზე მეტი - 145 ადამიანი  ზღვაში გადარჩინეს.  მდინარეში დახრჩობისაგან 11, ტბაში კი 36 ადამიანი იხსნეს.



 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა