"ორმაისობას" დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა
ორმაისობის აღნიშვნა წელს ორი დღე გაგრძელდება. ქალაქში ღონისძიებები სხვადასხვა ადგილზე გაიმათება.
წელს დღესასწაულის სპეციალური სტუმარი პოპულარული ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იქნება. მწერალი 12 საათზე ცენტრალური ბაღში (კოლონების მიმდებარე ტერიტორიაზე) დღესასწაული ოფიციალურად გაიხსნის ცერემონიალს დაესწრება.
3 მაისს კი, 13:00 საათზე მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
ორმაისობას ღონისძიებები ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. ღონისძიებები გაიმართება აგრეთვე მუხნარის ტყეში.
დილით დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყება, სადაც ქალაქს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე დალოცავს.
10.00 საათზე დიპლომატიური კორპუსის მიღება სასტუმრო ,,ბაგრატი 1003’’ მოხდება.
10:30 საათზე ტრადიციულად სამი ოთარის ძეგლს მიაგებენ პატივს.
11:00 საათზე ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაყიდვა გაიხსნება, სადაც ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება.
მომავლის თეატრი ,,ცისფერყანწელები’’ პერფომანსს ,,ისწავლე თავისუფლება’’ გამართავს,
ცენტრალურ ბულვარში ააიპ ქ.ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ღონისძიებები მოეწყობა.
მონპლეზირის თაღთან ღონისძიებები 12:30 დაიწყება. დაგეგმილია ქუთაისური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხე - ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი მუსიკოსების მონაწილეობით: ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, დები აბულაძეები, ,,ჩვენი კვარტეტი’’.
მესამე საჯარო სკოლასთან ფემინისტების პავილიონი მოეწყობა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში გამოფენა ,,საქართველო იწყება აქ’’ გაიმართება.
პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 13.00 საათზე ლიტერატურული პავილიონი-სახელოსნო 5 ცნობილი ქართველი მწერლის მონაწილეობით მოეწყობა.
ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში მე-19 საუკუნის 3 ქუთაისელი მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა მოეწყობა. გაიმართება იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების 3 განზომილებიანი ჰოლოგრამის წარმოდგენა.
13:30 საათზე მერიაში ქუთაისის ,,საპატიო მოქალაქისა’’ და ,,ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ წოდებაზე წარდგენილ პირთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ამ დროისათვის "წითელი ხიდთან" ქართულ-ფრანგულ მოტივებზე მსახიობების მონაწილეობით გამოფენა გაიმართება.
14:00 საათზე მდინარე რიონზე ჯომარდობა მოეწყობა.
14:00-დან დაიწყება ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში, სადაც იმერეთის რეგიონში შემავალი მუმიციპალიტეტეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აქვე გაიმართება ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
13:00 საათზე - ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში გამოფენა ,,არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა’’ გაიხსნება.
20:00 საათზე დ. კაკაბაძის გალერეასთან დ.კაკაბაძის ნამუშევრების ანიმაციური ვიდეო-რგოლის ჩვენება მოეწყობა.
20:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე მუსიკალური პროექტი ,,მთელი საქართველო ქუთაისში გაიმართება ,,ალტერორკესტრის’’ და სოლისტების მონაწილეობით;დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი. მუსიკალური ვერსიების ავტორი - მიხეილ მდინარაძე.
მონაწილეობენ: გიორგი მეფისაშვილი;გიორგი სუხიტაშვილი; მიხეილ ჯავახიშვილი; მაია ბარათაშვილი; სალომე ბაკურაძე; სალომე კორკოტაშვილი; სოფო გელოვანი; ეკა დოლიძე; თემო საჯაია; ნოდიკო ტატიშვილი, DJ Zapa.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















