"ორმაისობის" პროგრამა ცნობილია
ქუთაისობის დღესასწაულის აღსანიშნავად მზადება უკვე დაიწყო. წელს -,,გვირილობა 2016“ კვირეულის ფარგლებში აღინიშნება, ვინაიდან 2 მაისს მიცვალებულთა ხსენების დღეა, ამ დღეს პანთეონში მიცვალებულთა პატივგება მოხდება, სხვა ღონისძიებები კი 3 მაისიდან დაიწყება.
ქუთაისობის დღესასწაული - ,,გვირილობა 2016“ კვირეულის სავარაუდო პროგრამა უკვე არსებობს, რომლის თანახმად, 2 მაისს მწვანე ყვავილას პანთეონში მიცვალებულთა საფლავების პატივგება - საფლავთკურთხევა გაიმართება. სამი ოთარის ძეგლების პატივგება კი 14 საათზეა დაგეგმილი.
3 მაისს დილიდან დაიწყება ყვავილების ფესტივალი ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რომელშიც „გარდენია-შევარდნაძე“ მიიღებს მონაწილეობას. 11 საათზე მერიაში ოფიციალური პირებს მიიღებენ.
„გვირილობა 2016“ თეატრალიზებული მსვლელობა ბუშტებით, ქორეოგრაფიული, საბალეტო ჯგუფების მოსწავლეთა მონაწილეობით ცენტრალურ ქუჩაზე 12 საათზე დაიწყება.
დღის განმავლობაში გაიმართება ჯომარდობა მდინარე რიონზე, ქართული ხალხური ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, პანტომიმის თეატრის პერფორმანსი და სხვა ღონისძიებები. მუხნარის ტყეში კი, ტრადიციული ღონისძიებები 4 მაისსაა დაგეგმილი.
6 მაისს ოპერის თეატრში იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა „თანამედროვე საქართველო“ გაიმართება. 7 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ავტორალია დაგეგმილი, რომელიც 12 საათზე დაიწყება.
"ნიუპრესი" გთავზობთ კვირეულის სრულ პროგრამას.
2 მაისი 1. 12:00 მიცვალებულთა საფლავების პატივგება - საფლავთკურთხევა - მწვანე ყვავილას პანთეონი
- 14:00 სამი ოთარის ძეგლების პატივგება
3 მაისი 1. 10:00 ყვავილების ფესტივალი კონცერტი ცოცხალი მუსიკის თანხლებით „გარდენია-შევარდნაძე“. /03-07 მაისი/
- 11:00 ოფიციალური პირების მიღება
- 12:00„გვირილობა 2016“ თეატრალიზებული მსვლელობა ბუშტებით, ფილიალების ქორეოგრაფიული, საბალეტო ჯგუფების მოსწავლეთა მონაწილეობით ცენტრალურ ქუჩაზე დ.აღმაშენებლის მოედანი.
- 12:00 ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი -მე-20 საუკუნის ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ფოტოების გამოფენა-ცენტრალური მოედნის, ბაღის კიდის,ბულვარის და მერიის ძველი ფოტოები - კვირეულის განმავლობაში
- 12:00 პერფორმანსი ნახატებითა და ფოტოებით ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია- სახეების მოხატვა, დახატულ სტენდებთან ფოტოგადაღება.
- 12:00 დღის განმავლობაში ტყვიის სროლა მუზეუმის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია.
- 12:00 ჯომარდობა- მდინარე რიონზე .
- 12:00 მარსლესინგი- ცენტრალური ბაღი .
- 12:00 დღის განმავლობაში მაგიდის ჩოგბურთი- ცენტრალური ბაღი .
- 12:00 დღის განმავლობაში ჭადრაკი -ცენტრალური ბაღი.
- 12:00 დღის განმავლობაში ქუჩის ხელბურთი ცენტრალური ბაღი .
- 12:00 დღის განმავლობაში შავფაროსნები- ცენტრალური ბაღი .
- 12:00 დღის განმავლობაში მკლავჭიდი -ცენტრალური ბაღი .
- 12:00 დღის განმავლობაში ტანვარჯიში -ცენტრალური ბაღი.
- 12:00 დღის განმავლობაში ფარიკაობა -ცენტრალური ბაღი.
- 12:00 დღის განმავლობაში ჰოკეი -ცენტრალური ბაღი.
- 12:00 დღის განმავლობაში - ქართული ხალხური ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა - ცისფერყანწელთა ქუჩა, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი -კვირეულის განმავლობაში.
- 12:00 დღის განმავლობაში - მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორია - კვირეულის განმავლობაში .
- 13:00 ბერნარდ ნებიერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - TBC გალერეა 3-4-5 მაისი.
- 13:00 – 17:00 პანტომიმის თეატრის პერფორმანსი -ცენტრალური ბაღი. 21. 14:00 ქეთი მელქაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა 3-4-5 მაისი.
- 14:00 ლატვიელი მწერლების წიგნების გამოფენა - საჯარო ბიბლიოთეკა.
- 14:00 ტანგო პერფორმანსი - ოპერის თეატრი
- 14:00 წიგნის „ცისფერყანწელები“ პრეზენტაცია. წიგნი დაიბეჭდა თბილისის მერიის მხარდაჭერით. სტუმრები - მწერალთა კავშირის თავმჯდომარე - რევაზ მიშველაძე , მოადგილე მაყვალა გონაშვილი და წიგნის რედკოლეგიის წევრები სულ 5 სტუმარი. მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლები-მწერლები, აწსუ-ს პროფესორები, ლექტორები, პედაგოგები, ახალგაზრდები. „საზოგადოება ქუთაისელი“, „ბაღის კიდე“.
- 14:00 ნიღბების თეატრის წარმოდგენა „წითელქუდა“ - ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში.
- 14:00- ფლეშმობების კონკურსი სკოლებს შორის - გვირილების დარიგება ქალაქში - ქალაქის სხვადასხვა უბნებში .
- 15:00 სამეჯლისო ცეკვების საჩვენებელი გამოსვლა - ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში.
- 15:00 ქართული სამზარეულო - ოქროს ჩარდახი.
- 15:00 ირანული სამზარეულო და ირანული ტრადიციული სამოსის გამოფენა - ვერიკო ანჯაფარიძის ბაღი - /ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორია/. 30. 16:00 ცისფერყანწელთა თეატრალიზებული წარმოდგენა - ცენტრალური მოედანი.
- 17:00 მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენა - ,,ვარლა’’.
- 18:00 „ვეფხისტყაოსანი ქუთაისში“ გამოფენა მიხაი ზიჩის მიერ ქუთაისში დადგმული ვეფხისტყაოსნის ცოცხალი სურათების მიხედვით.ასევე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ნიმუშები.
- 19:00 როკ-კონცერტი- კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორია.
- 19:00 ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი -მესხიშვილის თეატრი.
- 20:00 „ოცნებების ღამე“ ბაგრატის ტაძრის ეზო.
- 20:00 გალა-კონცერტი
4 მაისი 1. 10:00-16:00 იმერეთის რაიონების ღონისძიებები მუხნარის ტყეში.
- 12:00 ქართული ჭიდაობა- მუხნარის ტყეში .
- 12:00 დღის განმავლობაში კარატე დო, უშუ, ტაიკვანდო.
- 12:00 ანსამბლ „ბერმუხას“ კონცერტი - მუხნარის ტყეში .
- 12:00 ნორჩ ტურისტთა შეკრება შეჯიბრება ტურიზმის ტექნიკაში.არკადი ჩაკვეტაძის თასის გათამაშება - მუხნარის ტყე .
- 12:00 თოჯინების თეატრის წარმოდგენა - მუხნარის ტყე.
- 12:00 დღის განმავლობაში - ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა - ცისფერყანწელთა ქუჩა კვირეულის განმავლობაში .
- 12:00 დღის განმავლობაში - მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორია კვირეულის განმავლობაში.
- 12:00 ბერნარდ ნებიერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - TBC გალერეა.
- ქეთი მელქაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა.
- 11:00-13:00 სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ტურის ფინალი-სპორტის სასახლე.
- 14:00 ნიღბების თეატრის წარმოდგენა „სამი გოჭი“ ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში.
- 14:00 მიმდინარე გამოფენა - დ.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში-კვირეულის განმავლობაში.
- 16:00 საცირკო წარმოდგენა -ცენტრალური მოედანი საათთან.
- 17:00 კლასიკური მუსიკის საღამო - ოპერის თეატრი.
- 18:00 ქუჩის კონცერტი ააიპ-ის ბენდების მონაწილეობით - ქალაქის რეაბილიტირებულ ძველ უბანში (ზანდა კიკვაძის, ნ.კუბლაშვილის „ქართული ეფექტი“ და თიკო ბარაბაძის ბენდები) .
- 19:00 ფოლკლორის ანსამბლის კონცერტი - მესხიშვილის თეატრი.
5 მაისი 1. 12:00- დღის განმავლობაში - ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა - ცისფერყანწელთა ქუჩა კვირეულის განმავლობაში .
- 12:00- დღის განმავლობაში - მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორია .
- 12:00 ბერნარდ ნებიერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - TBC გალერეა.
- 12:00 ქეთი მელქაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა.
- 15;00 მერის სტიპენდიის მინიჭება.
- 18:00 ოტია იოსელიანის საიუბილეო საღამო - მესხიშვილის თეატრი.
6 მაისი 1. 18:00 იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა „თანამედროვე საქართველო“ -ოპერის თეატრი.
- 19:00 რ.ჩხეიძის ფილმის ჩვენება „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“- ოპერის თეატრი.
7 მაისი 1. 12:00- ავტორალი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















