|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საპარლამენტო ქალაქში ორმოებად ქცეულ გზას არ ველოდი"-თათია დოლიძე

ქუთაისის საავტომობილო, თუ რკინიგზის  სადგურებთან მოუწესრიგებელი  ინფრასტქრუქტურა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება, როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე ქალაქის სტუმრებისა და ტურისტებისთვის. 

პრობლემ „ნიუპრესმა გააშუქა, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის განცხადებით,  საპარლამენტო ქალაქში მსგავს პრობლემებს არ  ელოდა.

 „დაზიანებულ  ინფრასტრუქტურას, მოუწესრიგებელ   სადგურებს და ორმოებად ქცეულ გზას ნამდვილად არ ველოდი საპარლამენტო ქალაქში. ქუთაისის რკინიგზის სადგურთან სრული საშინელებაა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს ქალაქი. ტურისტები, ალბათ, გზას ვერ იკვლევენ. მეც დამხვდნენ, თორემ არ ვიცი, როგორ გამოვაგნებდი. ისიც შევნიშნე, რომ  სადგურთან განათება არ არის. თუ ვინმეს ღამით მოუწია მგზავრობა, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადაადგილდეს. ძალიან გული მწყდება, რომ მერია სათანადო ზომებს არ იღებს. არ ვიცი, ეს ვისი კომპეტენციაა, თუმცა,  ვისაც  ეხება, მოვუწოდებ მიხედონ ქალაქს“, - აღნიშნა თათია დოლიძემ. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათი კომპეტენცია არ არის. საქართველოს რკინიგზაში კი "ნიუპრესის" ზარებს არ პასუხობენ. კერძო საკუთრებას წარმოადგენს ავტოსადგურიც, რომლის მფლობელსაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, როგორც ჩანს, არავინ  ავალდებულებს.

 

 

    

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა