ოთარ ქანდარიას ნამუშევარი კონკურსის "ქართული ა" ერთ-ერთი გამარჯვებულია
ქუთაისელი მხატვრის ოთარ ქანდარიას ნამუშევარი კონკურსის გამარჯვებული გახდა. "თიბისი" ბანკის შრიფტების კონკურსში "ქართული ა" ნამუშევარმა მეორე ადგილი დაიკავა.
ოთარ ქანდარიას ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ანბანს, მისი შემოქმედება ამ მხრივაც გამორჩეულია. ნამუშევარი გაციფრულდება და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.
მხატვრის ნამუშევარი კონკურსში მისმა შვილმა ლიზი ქანდარიამ გააგზავნა.
როგორც "ნიუპრესთან" საუბარში ამბობს, წარმატებას ელოდნენ.
"რაც შეეხება კონკურსს, სოციალურ ქსელში გავიგე ამ კონკურსის შესახებ და გადავწყვიტე მამას შრიფტი წარმედგინა, ნამდვილად, მქონდა მოლოდინი, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა ეს ნამუშევრები. ჩემთვის სასიხარულო ფაქტია, რომ მალე ეს შრიფტი გაციფრულდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება"-განაცხადა ლიზი ქანდარიამ.
ოჯახის მონდომებით მხატვრის სახელოსნოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სტუმრებს სისტემატიურად მასპინძლობენ.
"სახელოსნო თითქმის 2 წელია უკვე რაც განახლდა და ვღებულობთ დამთვალიერებლებს. მიხარია, რომ ინტერესი სახელოსნოს მიმართ დიდია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 14 აპრილს ქუთაისში ჩატარდა ოთარ ქანდარიას სახელობის კალიგრაფიით კონკურსი. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი კი მისი სახელობის სახელოსნოში შედგა"-განაცხადა ლიზი ქანდარიამ.

ამბობს, რომ მის ცხოვრებაზე მამის გავლენა დიდია.
"ვსწავლობ ჯიპაში სტრატეგიული კომუნიკაციის კურსზე, ასევე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ კერამიკაზე მუშაობას. პროფესიის არჩევის დროს სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება, საერთაშორისო ურთიერთობების მაგივრად სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მოვხვდი და პროფესიით საერთაშორისო სამართლის მაგისტრი ვარ. რაც შეეხება მამის გავლენას უდავოდ დიდია ჩემს ცხოვრებაზე. ის იდიალურია ჩემთვის, როგორც პიროვნება და როგორც ხელოვანი, ვაამყობ, რომ მისი შვილი ვარ"-აცხადებს ლიზი ქანდარია.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















